Читать книгу წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ - იაკობ ცურტაველი - Страница 5
V
Оглавлениеმერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: “ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს! უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო”.
და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: “კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად? ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმის ცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ”. ჰრქუა მას ჯოჯიკ: “უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყვანოს შენ”. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: “უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან”.