Читать книгу Ⴕართული წარმართული წარწერები - იაკობ ცურტაველი - Страница 2
Ⴜინასიტყვაობა
ОглавлениеႼიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათრხრების დროს აღმოჩენილი წარმართული ხანის უძველესი ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული წარმართული კალენდრის და წელთაღრიცხვის მოკლე მიმოხილვა. Ⴃახასიათებულია ქართული ეროვნული წარმართული წელთაღრიცხვის ამოსავალი წერტილი და მის ფუძეზე შექმნილი ქართული Ⴃასაბამითის და ქართული Ⴕორონიკონის წელთაღრიცხვების სისტემები. Ⴀღწერილია თარიღების გამოთვლის ხერხები სხვადასხვა კალენდარულ სისტემებისთვის.
Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში.