Читать книгу Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 4

Ⴕართული ლექსიკონი

Оглавление

 – წინარე ასოსა რ ზოგჯერმე შეიცულების მ ანუ პ, ბრუდე – მრუდე, ბრჯა – მჯა, ბრპენი – პრპენი, ბრკე – პრკე, ბრტყელი – პრტყელი, ბრჭული – პრჭუალი, ბრწყალი – პრწყალი, ხოლო ზოგჯერ სრულიად დაიტევების ასო რ, ვითარ: ბრძანება – ბძანება, ბრჭე – ბჭე, ბრჭუალი – ბჭუალი, ბრდღვილი – ბდღვილი და სხ. Ⴉუალად ბ თჳნიერ ასოსაცა რ შეიცულების მ ანუ პ და ფ-ზედა, ვითარ: ბზინუარე – მზინუარე, მუწუკი იმერულად ბუზუკი, ბუწუკი, ბილწი – პილწი, ნაბერკალი – ნაპერწკალი, ებისტოლე – ებისტოლე, სეფიკვერი – სებისკვერი.

Ⴃა ზოგჯერ ბ დაერთვის ლექსთა თავსა, ვითა თქმულ არს მ-თჳს, დასაშვენებლად ანუ თჳნიერ საჭიროებისა, ვითარ ჟირი – ბჟირი, ჟუვილი – ბჟუვილი, დღვილი – ბდღვილი და ბრდღვილი.

Ⴁაასი – (ვბაასობ, ვებაასები) ბაასობა, ცილობა, პაექრობა, ლაპარაკში შებმა.

Ⴁაბა – ჩჩვილნი ესრეთ უხმობენ პურსა.

Ⴁაბაჭუა – ობობა დედაზარდლისა.

Ⴁაბილო – რქა ვაზთა და სხვათა ნერგთა, ანუ შიმალი.

Ⴁაბრი – ჯიქი, წავი, {სფარსთ ენაა, ქართულად ჯიქი ჰქვია (ნ) – Ⴑაბას ლექსიკონი}

Ⴁაბუა – იმერულად პაპა.

Ⴁაბღანი – (მფრ.).

Ⴁაგა – ახალი ვენახი, ჩაყრილი წიდნები.

Ⴁაგა – გომურთა შინა კედელს წინ მიჭენებული ადგილი დაბმულთა ხვასტაგთა საჭმელის ჩასადებად.

Ⴁაგა – და ბაქანი შეჭრილთა კედელთა ძირი წინ წამოზეული თაროსავით რაგინდარას შესადგმელად სახლთა შინა.

Ⴁაგე – მრავლობით ბაგენი კაცთა პირის ორნივე ლაშნი. // Ⴉიდური ნავისა. // Ⴉიდური მდინარისა, ტბისა და მისთანათა.

Ⴁაგინი – აღმართული სახე თაყუანის საცემელად.

Ⴁაგირი – მსხვილი თოკი (Ⴑაბელთან ნახე).

Ⴁადაგი – მოდუღებული ტკბილი (ნახე Ⴖვინოსთან).

Ⴁადახშანი – (ნახე Ⴁალახშინი).

Ⴁადე – ზოგადი სახელი მკედთა, ანუ მავთულთა თუალედად გამონასკულთა. // Ⴇევზთა სანადირონი ბადენი არიან: სათხეველი, სახვეპელი, სასროლი, ზეღმა, კოვზი, ოსარო, პეტაკი, სალიკი, ფარონი, ღრიპონი, ჩიჩქინური, ხელბადე, ხოლიხი და მისთანანი. // Ⴋფრინველთანი: აშრილი, ოჯოჯი, ფაცერკოდი, ხოლო ნადირთა – ასმენაკი. ესენი იხილენ მახესთან. // Ⴋაქმანი, ანუ ნაქმანი არს ჭრელად ნემსული თავსაბურავად ქალთა ანუ კისერს მოსახვევად, გინა აბრეშუმის კარავი, ოქრო მოპიტალებული სამშობიაროდ. // Ⴁადედ ითქმის ქსელი დედაზარდლისა.

Ⴁადება – (ვბადებ, ვიბადები) ნახე დაბადება და კუალად მაბადია და ბადუა.

Ⴁადენი – ლევიტელთ შესამოსელი სპეტაკი ანუ სახოვანი.

Ⴁადვა – ბადება (ნახე Ⴁადუა).

Ⴁადია – დიდი ჯამი, რომლითაც ნადიმთა შინა მოიღებენ წნოვანთა და მუნით განუყოფენ მენადიმეთა.

Ⴁადიანი – ბალახია სამკურნალო.

Ⴁადიმი – ორმოს პირი ამოგებული ხეებითა ოთხკუთხედ.

Ⴁადისპირი – გალატოზის ლარო.

Ⴁადიში – შვილის შვილი.

Ⴁადრაგა – მატარებელნი მოგზაურთანი უვნებელად მეკობრეთაგან.

Ⴁადრი – გავსილი მთუარე.

Ⴁადრიჯანი – ბადლიჯანი.

Ⴁადუა – (ვბადავ, ვბადებ) შექმნა, გაჩენა წარმოება.

Ⴁავთი – სავალალოს ამბვის მოთხრობა [მობავთე ამგუარის მოამბე; საბავთო სავალალო]

Ⴁავლი – გასამარათვის ქორისაგან პირველ დაჭერილი მფრინველი.

Ⴁავრაყი – ბაირაღი.

Ⴁავრუკი, ბორაკი – ტბის ხაშურია, ოქრომჭედელთაგანხმარებული ოქროს დასადნობად, ვითა ნიშადური კალის დასადნობად.

Ⴁაზარი – საფარდულო, სავაჭრო ადგილი.

Ⴁაზი – სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა და მისთანათა, რომელთაც ნემესიოს ორბად სახელსდებს.

Ⴁაზიერი – დამგერშველი და ზედამხედველი ამა მფრინველთა.

Ⴁაზიერთუხუცესი – უფროსი ბაზიერთა.

Ⴁაზმა, ბაზმაკი – სანათი, სანთელი ანუ კანდელი.

Ⴁაზმანდი – თილისმით შელოცვა დაწერილი (ნახე Ⴒილისმა).

Ⴁათალი, ბაითალი, ბეითალი ანუ პეიტარი – ცხენთ აქიმი.

Ⴁათმანი – 5 ჩარექი (Ⴑაწონთან ნახე).

Ⴁაია – გუგათუალისა, შავი, მრგუალი საშუალსა შინა, სადაცა არს მხედველობა.

Ⴁაია – რტო, ნოშო ფინიკისა, ანუ დანაკის კუდისა.

Ⴁაია, ბაო – ჩჩვილნი ესრეთ უწოდებენ ურთიერთსა.

Ⴁაირაღი – დროშა, ალამი.

Ⴁაკანი – ხის ჯამი. // Ⴉუვის ბუდე, რომელსა ძუალი სრულიად გარემოვლებული გარდა თავისა და ფეხების ადგილისა (ნახე Ⴕერქი და Ⴒყავკეცი).

Ⴁაკი – მრგულად მოვლებული ღობე ან ფიცრული ხვასტაგთ დასაყენებელი (Ⴆღუდე ნახე). // Ⴋზისა ანუ მთოვარის გარემო ზოგჯერმე ხილული ნათლის სარტყელი.

Ⴁაკლა – ხნდური ცერცვი, ფახლა [არაბ.].

Ⴁაკუნი – ფეხის ხმა, ბასტანი.

Ⴁალავარი – საძირკულის ქუანი დიდ-დიდნი (ნახე Ⴕუა).

Ⴁალაზინი, ბალზამი – სუნნელი და სამკურნალო ზეთი.

Ⴁალამწარა – გარეული ბალი.

Ⴁალანი – თმა ოთხფერხთა რომელთამე ცხოველთა (ნახე Ⴇმასთან).

Ⴁალანტი – მცირე პარკი (ნახე Ⴅაშკარანთან).

Ⴁალასინი – ბალაზინი.

Ⴁალახანა – სახლთა შინა ჭერის ქვეშ გადიცრული ადგილი რაგინდარას შესანახავი.

Ⴁალახვარდი – წყლის წიწმატი.

Ⴁალახი – მოლი, მწუანე მდელო მინდორზედ მდგომი, ან გათიბული, და რა გახმეს, თივა ეწოდება.

Ⴁალახში ან ბადახშანი – ლალი უმჯობესი.

Ⴁალბა – ბალუქი, კორკოტანა.

Ⴁალბალუკა —

Ⴁალზამი – ბალაზინი, ვალსამონი.

Ⴁალთა – მრავლ. ბალთები, ფართო აბზინდა შესაკრავი ზოსტერისა, ქამრისა, ხრმლისა და მისთანათა.

Ⴁალთვა – (ვბალთავ) ხშირად დაჭრა, დაკოდვა, დასერა.

Ⴁალი – .

Ⴁალიოზი – ელჩი (ნახე Ⴋოციქულთან).

Ⴁალიში – თავის ქვეშ სადები სასთაული დასაძინებლად. // Ⴞვეტთა, ბოძთა და მისთანათა თავს შესადგმელი ქუა ან ხე, ბუღაური.

Ⴁალნურა – ცხენის სახურავი ღაზლისა.

Ⴁალფოში – სკლატის საფენი.

Ⴁალღამი ანუ ფელგამი – ოთხნი ბალღამნი მოიხსენებიან Ⴈ. Ⴃამასკელის წიგნსა შინა და არიან აგებულებასა შინა კაცისასა და სხუათა ცხოველთასა იგივე, რაჲცა ხილულსა სოფელსა შინა ოთხნი ნივთნი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელთაგან შენივთებულ არს გუამიცა კაცისა და არა იქმნების ესრეთ თანასწორ შეზავება მათი, რათა ერთი რომელიმე არა სჭარბობდეს მეორეთა და ესრეთ, ვისცა სჭარბობს მიწა, მას ეწოდება მიწის კერძი, ანუ მელანხოლიკოსი (μελάνος – შავი და χόλη – ნაღველი) თჳსება მისი არს მძიმე, დაფიქრებული, ანუ სევდიანი, ვისცა სჭარბობს წყალი, მას ეწოდება ფლეგმატიკოსი (φλεγματικός) და აქუს თჳსება გულგრილისა, ვისცა სჭარბობს ჰაერი, მას ეწოდება ხოლერიკოსი (χολεριικός), აქუს თჳსება ქარიანი და მხიარული, ვისცა სჭარბობს სისხლი, მას ეწოდება ცეხლის კერძი ან სანგჳნიკოსი (Sanguinicus, ხოლო Sanguis სისხლი), თჳსება მისი არს მრისხანება ანუ გულფიცხელობა. Ⴞარისხნი სიჭარბისა მათისანი არიან სხვადასხუა, რომელ ვიეთთა შორის იქმნებიან ფრიად გარდამეტებით და სხუათა შორის მცირედ და ძვილ შესამეცნებელ. Ⴍთხნი ესე არიან სახენი საზოგადოდ, ეწოდება მათ ლათინურად ტემპერამენტი, და ბალღამი (φλέγμα, არაბულად ნაზლა), ხმარებულ არს ნათესავის წილ. ოთხნი ბალღამნის მაგიერ ჯერ არს თქმად ოთხნი ტემპერამენტნი: მელანხოლია, ჶლეგმატიკა, ხოლერიკა და სანგვინიკა. Ⴞოლო შინაგანისა აგებულებისა დაწყობილება არს ესრეთ; მიწის საცავი არს ელენთა, წყლისა – ნაღველი, ჰაერისა – ფილტჳ და სისხლისა – გული და ღვიძლი. Ⴄსენი Ⴑაბას აღუწერია ლექსსა თანა რევმა, ρεΰμα.

Ⴁალღი – მჭლე საკლავი (ნახე Ⴚხოვართან).

Ⴁალღოჯი – მჟავე ბალი, ალუბალი.

Ⴁამბა, ბამბაკი – მცენარე გამომღები სასთველის ნაძენძისა, რომლისაგანცა გაკეთდებიან სხვადასხუანი ნაქსოვნი.

Ⴁანაკი – გუნდი სპისა, ლაშქარი, მხედრობა. // Ⴊაშქართა სადგური, ბინა ურდო.

Ⴁანდი – უხმარი ძონძი. // Ⴜვრილი თასმა სახლატავი. // Ⴐომელიმე სენი ხვასტაგთა.

Ⴁანდული – ლანჩებდაწნული ფეხსაცმელი.

Ⴁანვა, ბანება – (ვჰბან, ვაბანებ, ვიბან, ვიბანებ) გარეცხა ტანისა წყალში.

Ⴁანი – ერდო, სართული სახლისა. // Ⴉომლის ასავალი კერისა, ბუხრისა.

Ⴁანი – გალობაში ანუ საკრავში დაბალი და ბოხი ხმა.

Ⴁანოვანი – თავადთ დედა, ანუ საპატიო სახელი ქალთა (ნახე Ⴃედუფალი).

Ⴁანჯული – ცუდი და გრძელი ბალანი (ნახე Ⴇმასთან).

Ⴁაო – მცირე ჩჩვილი (ნახე Ⴁაია).

Ⴁაჟბაჟი – ჩანჩალი (Ⴑიარულში ნახე).

Ⴁაჟი – ხარკი, მიზდი ტჳრთისა და სავაჭროთა.

Ⴁარათი – მცირე ნაწერი (ნახე Ⴜერილთან).

Ⴁარამბო – ფუტკართ მოლი.

Ⴁარამჩაი – .

Ⴁარასტი – .

Ⴁარაქა – დალოცვა, კურთხევა, მადლი, უხვება, სავსება, ლექსი ესე მიუღიათ არაბთა ებრაულიდამ, რომელია ბარუქ, ბარაქია, ე.ი. კურთხეული ან მადლიანი. Ⴀმისგან ითქმის ბარაქ-ალლაჰ, გაკურთხოს ღმერთმან, ანუ ქართულად ღმერთმან გიშველოს.

Ⴁარბაროსი – წარმართი.

Ⴁარბაცი – (ვბარბაცებ) ტორტმანი უფრორე მთურალისა.

Ⴁარბითი – მუღნი

Ⴁარგი – სახმარი გზისა, საფენი, ავეჯულობა და მისთანანი.

Ⴁარდა – ცერცვის გუარია.

Ⴁარდანა – თალისა, ძაძის ტომარა ბზისა ან ბამბის შთასადებელი. // (Ⴁარდნის) ითქმის თოვლზედ, რაჟამს მსხვილად მოდიოდეს.

Ⴁარდღალა – გრძელი ჭუა მრავალფეხი.

Ⴁარე – კიდეც.

Ⴁარემ, ბარემც – მაინც, მაშასადამე, ანუ კარგარამ.

Ⴁარება – (ვაბარებ) დავედრება, დაბარება, მიბარება.

Ⴁარვა – (ვბარავ) მიწის თხრა ბარით.

Ⴁარი – რკინის ნიჩაბი პირიანი, ფეხის დადგმით სათხრელი.

Ⴁარი – ვაკე ადგილი მთის ძირში.

Ⴁარისპირა – .

Ⴁარკალი – თეძოს ქვეშეთი ძუალი. // Ⴑაკლავთ ნაოთხალი ფეხი, ვითარ წინა ბარკალი, უკანა ბარკალი, ფეშხოს ნახევარი.

Ⴁარტყი – ბღარტი მართვე მფრინველთა, ანუ წურილთა ცხოველთა. // საკერავში ჩაგდებული პატარა ნაჭერი ან აზღუდი.

Ⴁარტყულა – მონაზონთ კუნკულის გასაფარებელი ვარშამანგი.

Ⴁარულა – ხის ბარი, სათხრელი.

Ⴁარული – აჭინარი, ფეტვთ ჩამოსაკიდი.

Ⴁარქაზი – გემი, დიდი ნავი.

Ⴁარცმანუკი – Ⴋელისკუდა ნახე.

Ⴁარძაყი – მსხჳლი ბარკალი, თეძოს სიმსხოება.

Ⴁარძიმი – ფეხმაღალი სასმისი, საკუთრად ეწოდების საეკლესიოსა სიწმიდის ჭურჭელს.

Ⴁარჯი – სათევზაო გრძელი ჯოხი რკინის კავიანი.

Ⴁარხანა – ნახე Ⴁარგი.

Ⴁასრი – ფოლადი, რკინა. ბასრი ხმალი.

Ⴁასრობა – (ვბასრობ) გარდამეტებული კიცხევა, აგდება.

Ⴁასტანი – მაღლიდამ ჩამოვარდნილის რბილის დაცემის ხმა.

Ⴁატასინი – ზღვის იხვი.

Ⴁატი – ღერღეტი.

Ⴁატკანი – ჩჩვილი კრავი (ნახე Ⴚხოვარტან).

Ⴁატკი – ჩჩვილი თიკანი.

Ⴁატონი – მეპატრონე, უფალი.

Ⴁაქანი – შეჭრილის კედლის მცირე რამ ვაკე.

Ⴁაქი, ბაქები – ზავთი, მუქარა, ანუ ტრაბახი.

Ⴁაქმაზი – Ⴋურაკი ნახე.

Ⴁაღა – კუს ბაკანი, გათლილი სავარცხლად, კილოფად და სხ.

Ⴁაღანა – მცირე ტყვე.

Ⴁაღვა – (გაბაღვა და გაბაღლარავება) გლეჯა, გაგლეჯა.

Ⴁაღი, ბაღჩა – სამოთხე, წალკოტი, ხილნარი, მტილი ხეხილთა.

Ⴁაღლინჯა —

Ⴁაყაყი – მცირე გომბეშო ხმელისა.

Ⴁაყილო – მდაბიოთა ესრე წაუხდენიათ ლექსი Ⴁაბილო.

Ⴁაყლი – შალალი წათხი, თხრიმლი, ჩირქი წყლულისა.

Ⴁაცქი – ნახე Ⴁატკი.

Ⴁაძი – სხვის საქმის მოქმედი.

Ⴁაწარი – მსხვილი ღაზლი შეგრეხილი (Ⴑაბელთან ნახე).

Ⴁაჭია, ბაცაცი – კურდღლის შვილი.

Ⴁახალა – მართვე, ყორანთა, ჭილყუავთა, კაჭკაჭთა და მისთანათა (ნახე Ⴋარვესთან).

Ⴁახტა, ბახტაკი —

Ⴁახჩა – ბაღჩა, ბაღი

Ⴁგერა – ხმა უსულოთა ნივთთა, ვითარ ქარისა, წყალთა, ეტლთა სლჳსა ანუ საკრავთა და მისთანათა.

Ⴁგოლვა, ბგოლვილი – ნახე გბოლვა, გბოლვილი.

Ⴁდვილი, ბღდვილი, ბრდღვილი – ნახე Ⴃღვილი.

Ⴁდვინუა, ბდჳნუარება – .

Ⴁდღუნა – (ვბდღუნი) დაკლულთ მფრინველთ გაწიწკნა.

Ⴁე, ბეი – არამონი.

Ⴁებერა – აბურცებული, აშუპებული ადგილი.

Ⴁებერი – ბერი დიაცი, დედაბერ.

Ⴁებია – მამისა ან დედის დედა. // Ⴋეანი, დედათ მოურავი, ყრმის ამჭმელი.

Ⴁებკი – ძონძი, ბებკული ძონძის ნაკერები.

Ⴁებლი – გრძნების მოქმედი.

Ⴁეგარა – მებატონის სათხოვრისა და სამუშავოს აღსრულება.

Ⴁეგვა – (ვბეგუ, დავბეგუ) გალახვა ჯოხით. // Ⴋარცვალთა გამორჩევა ჯოხის ცემით ჩენჩოსა და თავთავთაგან.

Ⴁეგთარა – მორკინული ჩასაცმელი საომარი (ნახე Ⴟავშანთან).

Ⴁეგი, ბეგობი – პატარა გორა.

Ⴁედაური – ცხენი გუარიანი, ანუ ჰუნე (Ⴚხენთან ნახე).

Ⴁედეკი – დარღვეული ნაპრალი.

Ⴁედენა – იმერულად სხუაობა, თაფაუთი.

Ⴁედი – სვე, ხვედრი, მოსასვლელი ვისზედმე კეთილი ან ბოროტი, ბედისწერა.

Ⴁედითი – ცუდი, უხამსი, უგვანი.

Ⴁედისწერა – განჩინება ბედისა.

Ⴁედნიერი – კეთილის ბედის მქონებელი.

Ⴁედნიერი – მუწუკი ფრიად მანკიერი (ნახე Ⴀნთრაკი)

Ⴁევრეული – მრავალრიცხჳ.

Ⴁევრი – მრავალი (ნახე Ⴓმცირესი). // Ⴜერილთა შინა ათიათასი (ნახე Ⴓშტი).

Ⴁევრჯერ, ბევრჯელ – მრავალგზის, მრავალჯერ.

Ⴁეზარი – {ბეზარი – შემაწყენელი, გამაბეზრებელი, ნახე აბეზარი, ბეზარს მოყვანი, – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.

Ⴁეზეკი – ელუარე, ნათლიერი

Ⴁეზირგანი – ნახე Ⴃიდვაჭარი.

Ⴁეზღება – (ვაბეზღებ) დასმენა, შესმენა.

Ⴁეი – ნახე ბე.

Ⴁეითალი – ნახე Ⴁათალი.

Ⴁელადი – ეტიკი, მატარებელი, გზის მცოდნე.

Ⴁელეკონი – კალანოსი, თერევინთო, ჩათლაქუჩი, ხერკინა.

Ⴁელზებული – მთავარი ეშმაქთა. {ba al zebub ებრაულად «ცეცხლთა მბრძანებელი»}.

Ⴁელი – დათვის ბოკვერი.

Ⴁელიასი – ებრაულად ეშმაკი, ავი, მავნე.

Ⴁელტი – კორდის მონაკვეთი, მიწა ბალახიანი, კუშა.

Ⴁელდარი – ღარის ხიდი, ხეეზედ გადებული ღარი რუს გასატანად.

Ⴁელდოჯი – კედელში ფუღურო.

Ⴁემი, ბემონი – (Ⴒჳკი ნახე)..

Ⴁერა – დანიშნული ადგილი დასადგომელად გაჯუფთებულთა მორბენალთაგან და ეგევითართა მოთამაშეთა (Ⴠელა ნახე).

Ⴁერვა – (ვჰბერავ, ვუბერავ) სამშვინველით ან საბერველით ცეცხლის ანთება და გაძლიერება. // ნესტუთა და ორღანოთა შთაბერვით ხმის გამოღება და ძნობა (ნახე Ⴃაბერვა). // თხიერი ავსება ჰაერითა. // ქართ ქროლა.

Ⴁერი – მოხუცებული, ხანდაზმული, ბერი კაცი. // მონაზონი, შავით მოსილი. // უფროსი, ვითარ ხევის ბერი.

Ⴁერიკაცი – მოხუცებული მდაბიურად.

Ⴁერილოსი – Ⴁივრილი ნახე.

Ⴁერტყა, ბღერტა – (ვბერტყ, ვბღერტ) ქნევა საფენთა ანუ ტანისამოსთა, გინა ჯოხის ცემა მტვერის გასაცვნელად.

Ⴁერწი – უზვი, მდედრი არა მშობელი.

Ⴁეღო და ბეღელი – სახლი საძნე ანუ საცავი მარცვალთა და ფქვილთა, ვითარ ამბარი, ორმო, ხარო, უმცირესს ეწოდება ხელამბარი და მის უფროსს – ჯიროლა.

Ⴁეჩი და ბეცი – ცეტი <გასტერებული (ხშირად იხმარების წოდებითად ბეჩავ).

Ⴁეცება – (ვებეცები) ცეცება (Ⴑირუში ნახე).

Ⴁეწვი – ერთი მკედი თმათა, ბალანთა და მისთანათა (ნახე Ⴇმა).

Ⴁეწვი – და ბეწვეული მაღლის ფასის ტყავნი მხეცთა და ნადირთანი, გარდასაკრავნი ტანისამოსთა ზედა სითბოსთჳს.

Ⴁეწვის – კალამი სამხატუარო გამოსაწერი სახეთა.

Ⴁეჭედი – სამკაული თითთა. // Ⴋოჭრილი ღერბსა ზედასახელი ვისიმე, რომელსაც დაასმენ სიგელთა ზედა და მოწმობათა, ხოლო მოწერილობათა დასტჳფრევნ მის მიერ გარედამ. // Ⴌიშანი რომლისამე სულიერისა საიდუმლოსა, ვითარ ბეჭედი ნიჭისა სულისა წმიდისა, ე.ი. მჳრონი. // Ⴁეჭედი ეწოდების სტამბათა შინა გამოსრულთა წიგნთა, არა ხელნაწერთა.

Ⴁეჭდის მცველი – მნე ბეჭდისა.

Ⴁეჭდვა – (ვბეჭდავ) დატჳფრვა.

Ⴁეჭვა – (ვბეჭავ) ჩაბეჭვა, ქსოვაში ჩაკურა.

Ⴁეჭტ საშუალი – მხართა შორის ადგილი.

Ⴁეჭი, ბეჭები – ტანსა შინა ცხოველთასა ორნი ფიცარნი ძულისანი მხართა ქვეშა ზურგით კერძო.

Ⴁეჰემოტი – ზღჳს კამბეჩი.

Ⴁზა – ბზის ხე (Ⴁაია ნახე).

Ⴁზაკუნი – (ებზაკუნება, მიებზაკუნება) უშვერი სლუა (ნახე Ⴑირულში).

Ⴁზარვა – დახეთქა (ნახე Ⴁძარვა).

Ⴁზარი – თოვლი ყინვისაგან დაბზარული (Ⴇოვლთან ნახე).

Ⴁზე – ნალეწი ძნათა პურისა და ქერისათა.

Ⴁზეწვია – .

Ⴁზიკი – .

Ⴁზინვა – (ბზინავს, ბზინვარებს) ელვარება ჭიქათა, მეტალლთა და მისთანათა.

Ⴁზინვარება

Ⴁზობა – ბაიაობის კჳრა, რომელია დღესასწაული ქრისტეს შესლჳსა Ⴈერუსალიმად.

Ⴁზუვილი – ბუზთ ხმიანობა (ბუზი ბევრი ბზუვის, ფუტკართან ყველა ტყუვის).

Ⴁია – გარეული წურილი კომში.

Ⴁიბილო – თავთა და ყბათა ქვეშე მფრინველთასა ამოსული ხორცი წითლად სავარცხელივით.

Ⴁიბინი – (ბიბინებს) ქარისაგან მოძრავობით ფერდფერადობა მდელოთა.

Ⴁივრილი, ბივრიტი, ბერილოსი, ბერილიონი, ბერილჳონი – ცისფერი თუალი ზღუათა შინა პოვებული.

Ⴁიზი – მოკლე პალო მიწაში დასარჭობი სროლით სათამაშო ყრმათა.

Ⴁიზოვანი – თივა აბრეშუმის მსგავსი.

Ⴁილიკი – ვიწრო გასავლელი (ნახე Ⴂზათან).

Ⴁილწი, პილწი – არაწმინდა, საძაგელი, საზიზღი

Ⴁინა – დანიშნული სადგომი ანუ სამყოფი ადგილი ვისიმე. // Ⴑაფუძველი, ვითარ ამ საქმეს ბინა არა აქუს.

Ⴁინიანი – საფუძვლიანი.

Ⴁინდი – შეღამება, დღის დასასრული და ღამის შემოსლვა.

Ⴁინძური – ნებსით მცონარი.

Ⴁიჟიკი და ბიჟინა – ირმის ნუკრთ სახელი და ხადილი მათი.

Ⴁირება – ვაბირებ) მოცთუნებით მონადირება, მოზიდვა გაძრახება.

Ⴁირილჳონი – ბიროლი (ნახე Ⴁივრილი).

Ⴁირთჳ – მრგუალი ბურთი, ანუ ზარბაზნის გულა.

Ⴁირკი – ოქროს ღილი, ანუ ჭდე.

Ⴁისონი – ძველებურად ქსოვილი რამე ელვარე (Ⴆეზი ნახე). // Ⴑამღუდელთმთავრო შესამოსელი გარედამ.

Ⴁისტი – ფიფანური (ნახე Ⴔოლი).

Ⴁისტი – თუალში ფრჩხილი.

Ⴁიცი – მლაშე მიწა უნაყოფო.

Ⴁიძა – მამისა ანუ დედის ძმა.

Ⴁიწი – მანკიერება, ანუ ნაკლებობა.

Ⴁიჭი – ბოშვი, ბოვში, ბიჭები.

Ⴁიჯება – (ვაბიჯებ) ბიჯის გარდადგმა, ნაბიჯით სიარული.

Ⴁიჯი – ერთის ფეხის გარდადგმა და ნაბიჯი მეორის გარდანცულება რომელ ორივე ერთად შეიქმნას 5 ტერფი ფეხისა, ანუ ერტჳ მხარი, ხოლო ლაჯი ფეხების გაშორებით დგომა ერთს ნაბიჯზედ.

Ⴁლაგვი – ბოკო, ჩლუნგი, გაულესავი, დალაბრა.

Ⴁლანდვა – (ვბლანდავ) ხლართვა, ჩმახვა, საჩქაროდ მიბმა-მობმა. // Ⴓთავბოლო ლაპარაკი.

Ⴁლანტი – მოსქე სასმელი ანუ ღვინო. // Ⴋფრინველი მძიმედ მფრინავი.

Ⴁლარდნვა – (ვბლარდნი) შებლარდნა, გახვევა, შეხვევა.

Ⴁლარჯი – ხმიადი (სომხურისაგან ბარაჭ), ბლარჯობა უცომოების კჳრა.

[Ⴁლენცარა – ნახე Ⴂვიმრა]

Ⴁლიგვი – ბლაგვი, ჩლინგი.

Ⴁლიკვი – ქისტი (ნახე Ⴋუჭი), ბლიკუნა (ვბლიკუნი), ქურჯუნა, ჯგულემა.

Ⴁლისტი – სათავისთავო ანუ სახალხო აგარაკი, ხოდაბუნი და მისთანანი (ნახე Ⴞასი).

Ⴁლუ – ენაბორძიკი, ენაჩლინგი.

Ⴁმა – (ვაბამ) კრვა, მიკრვა, შეკრვა.

Ⴁმო დიდი – მუწუკი.

Ⴁნდუ – ბნელად საჩინარი ან მიუმხუდარი უკუნი.

Ⴁნედა – (ვბნდები) ჟამად გრძნობისა და ცნობის მიხდა. // Ⴑენია ჟამითი ჟამად მომსლველი.

Ⴁნედიანი – ამავე სენით გვემული.

Ⴁნევა – (ვაბნევ) ფანტვა, დაბნევა.

Ⴁნელითი – ბნელი ადგილი (ნახე Ⴑაყრობილესთან).

Ⴁნელი – ნათლის მოკლება.

Ⴁობოლი – დიდი ჭია.

Ⴁობღანი – დაირა, დაფი, ტყავგადაკრული საკრავი. // Ⴑხვაგან უხმარიათ ნაცულად ქნარისა, ვითა ებანიცა.

Ⴁობღვა, ბორდღვა – ოთხზედ სიარული (ნახე Ⴑიარულში).

Ⴁოგა – მცირე ხიდი მიწადაყრილი, ბოგირი მოდიდო ხიდი ან საგუბარი.

Ⴁოგანო – უაგარაკო გლეხი, ეული, ტაბარუკი.

Ⴁოგანო – მოსავალთ მავნე მწერი.

Ⴁოდიში – სიტყჳთ და საქციელით კაცის სიამოვნება, ანუ დაურვება გულნაკლებობისა.

Ⴁოდვა – (ვბოდავ) როტვა, ბლანდვა, უქმი ლაპარაკი. // Ⴓგზოდ სიარული.

Ⴁოვრი – დიდი ბუზი.

Ⴁოზა – ფეტვის ბურახი.

Ⴁოზი – როსკიპი.

Ⴁოიკი – ორი წლის ხარი (ნახე Ⴆროხასთან).

Ⴁოკვერი – ბოხვერი მოზდილი ლეკვო ლომთა, ვეფხთა და მისთანათა.

Ⴁოკვი – კორაფი, ქორაფი.

Ⴁოკილი და ბოკელი – ქორის ფეხსაბამი თასმა ან ზონარი ვითა ბორკილი.

Ⴁოკლვა – მობოკლვა ოქროს თმათ შემოხვევა მკედთა ზედა, ანუსხუათა მეტალლის აშკთა, გინა ქადათა ზედა ცომისა და ეგევითართა.

Ⴁოკო კ – იდურნაცვეთი იარაღი.

Ⴁოლად – ბლომად, მრავლობით, სავსებით.

Ⴁოლი – კუამლი; ბოლება (ვაბოლებ) აკომლება.

Ⴁოლო – საქმისა ანუ ჟამის დასასრული. // Ⴉუდი მფრინველთა, თევზთა, გველთა და მისთანათა. // Ⴉიდური გრძელთა ნივთთა ვითარ თავი და ბოლო ჯოხისა, ძელისა და მისთანათა. // Ⴕვემოთი მდებარეობა ადგილთა მთაბარობის მიხედვით, ვითარ სოფლის ბოლო ზედამდებარით მამულებითურთ.

Ⴁოლობეჭედა – .

Ⴁოლოკარკაზი – მიმინოს უმცირეა, ფრთანი მისნი იხმარებიან მოსართავად. ომაინ.

Ⴁოლოკი – .

Ⴁოლონდელი – ნაბოლოვარი, უკანასკნელი, ბოლონდელი სიტყვა.

Ⴁოლოს, ბოლოს დროს – უკანასკნელ.

Ⴁოლოს – მოდება (ბოლოს მოვუდებ) დასრულება, გათავება.

Ⴁოლუქი – გუნდი.

Ⴁოლუქბაში – გუნდისთავი.

Ⴁოლქვი – ბალახი, ძირი ხახვისა ან ნივრის გუარი.

Ⴁომონი – სვეტი კერფთა აღსამართავი. // Ⴀნუ ტაძარი მათი.

Ⴁონდი – გაბმული ხიდი.

Ⴁონძიტა – პირმოტეხილი დერგი, ქილა და მისთანანი.

Ⴁოჟი – ახალი პარკი ყაჭისა,

Ⴁორა – ძერას ჰგავს და უდიდესი მისია.

Ⴁორა და ბორანი – მაწონდასხმული საჭმელი.

Ⴁორა და ბორაკი – ნახე Ⴁავრუკთან.

Ⴁორბალი – ფრთებიანი გინა კბილებიანი საბრუნავი მაშინათა, ვითარ წისკჳლისა, საჟამნოსი და ეგევითართა. // Ⴕარი გრიგალიანი.

Ⴁორბოქი – (ვბორბოქებ), სიანჩხლით მოუსვენრობა, დრტჳნვა და ლაპარაკი მდურვისა.

Ⴁორგა – (ვჰბორგ) განრისხება და აღტაცება გულისწყრომითა. // Ⴂაგიჟება, შეშლა გონებიდამ.

Ⴁორდღვა – .

Ⴁორეასი – ქარი ჩრდილოეთისა.

Ⴁორი, ბური, ბურუსი – ხმელი ნისლი მტვერის მსგავსი (ნახე Ⴌისლთან). [სიცხის ბორი].

Ⴁორიალი – (ბორიალებს, აბორიალებს) ფრიალი, ფარფარი.

Ⴁორკილი – ფერხთ შესაკრავი ჯაჭვი რკინისა, ხელბორკილი არს შესაკრავი ხელთა, ხოლო ქედისა დადიანური და სახივი.

Ⴁორობანი – ხე მაღალი კეთილ ჩრდილოვანი, შობის წინა დღეს საკითხავში ხოლო სრულს დაბადებაში სწერია: მაგრილობელი.

Ⴁოროტი – ავი, ძვირის შემამთხვეველი, ვნების მომცემი.

Ⴁოროტის მოქმედი – ძვირის მოქმედი.

Ⴁოროტსვიანი – ავის ბედისა, შავსვიანი.

Ⴁორტვა, ბორდღვა, ბღოტვა, ბობღვა – Ⴑიარულში ნახე

Ⴁორცვი – სერი, პატარა გორა (ნახე Ⴋთა).

Ⴁორძიკი – (ვბორძიკობ) ფეხის შებრკოლება.

Ⴁორჯი – ბორჯალი (თათრულად ეწოდების ვალსა) ქართულად და იმერულად უხმობენ პაემანსა, ვადასა.

Ⴁორჯღლი – ხშირი კაპები ან როკები ხისა (Ⴂრჯღა ნახე), ბორჯღლედი ორკაპი.

Ⴁორჯღლიანი, ბორჯღლებიანი – ხე კაპებიანი.

Ⴁოსელი – გომი, საძროხე სახლი.

Ⴁოსტანა – ობობას მსგავსი ჭია გესლიანი, სანეხვეთა შინა მძრომი.

Ⴁოსტანი – მტილი.

Ⴁოსტნეული – მხალი და რაჲცა მოსავალი არს ბოსტნისა.

Ⴁოტვა – (აბოტებს, მიაბოტებს) დიდთა ცხოველთა სიარული, ვითარ სპილოსი და მისთანათა (ნახე Ⴑირუში).

Ⴁოტი – თხის ერკემალი (ნახე Ⴇხასთან).

Ⴁოტოტი – სქელი და დიდი წვინტლი (Ⴞრასტი ნახე).

Ⴁოქვენი – პატარა მუცელი, დიდს მუცელს ქვეშეთი.

Ⴁოქონოტი, ბოქონოცი – არდაგი, წინ მისაფენი ფეშტამალი წელს ქვევით, ფეშტამალი.

Ⴁოქოული – იასაული, ბოქოულთ უხუცესი, უფროსი მათი.

Ⴁოღლამო – ხმელი თევზი მჟავით მგბარი.

Ⴁოღლიწო – ღვინოში დამბალი პური საჭმელად.

Ⴁოყვი – ხოკი, ხოკერი, ხის ქერქის ჭურჭელი.

[Ⴁოყინი – ].

Ⴁოშვი, ბოშვი – იმერულად, მარტვილი მესხურად, ყმაწვილი.

Ⴁოჩოლა – გამოზამთრული ხბო (ნახე Ⴆროხა).

Ⴁოცომკალი – დიდი მკალი, უფრო მოგრძე და ფეხმოკლე.

Ⴁოძალი – ორპირი ისარი (ნახე Ⴈსართან).

Ⴁოძება – უფროსისგან უმცირესისადმი მიცემა, ხოლო უმცროსისგან უაღრესთადმი ითქმის მირთმევა და ამად ვუბოძებ 1 პირსა შინა ძვირად იხმარების, თუ არა ფრიად უაღრესთაგან.

Ⴁოძი – ხის სვეტი.

Ⴁოძკინტი – პატარა ბოძი ძველთა შენობათა გვერდიდამ შედგმული დასამაგრებლად.

Ⴁოჭკო – ჩენჩილი ბეწვი ქუდთა ღართთა.

Ⴁოხვერი – ნახე ბოკვერი

Ⴁოხი – მსხვილი და დაბალი ხმა.

Ⴁოხოხი – ხცურის ტყავი მოქნილი ან მისგან შეკერილი ქუდი.

Ⴁოხჩა – ჩალთა ბუდე მოთხვითი.

Ⴁჟირი – უგულო ფეტვი და მისთანანი; კულად ბჟირი (ნახე ჟირი).

Ⴁჟიტი – მართვე წეროსი, სავათისა და მისთანათა.

Ⴁჟუვილი – ნახე Ⴏუვილი.

Ⴁჟუტვა – (ბჟუტავს) ბნელად და უნათლოდ ბდვინვა სანთელთა, ბაზმაკთა და მისთანათა.

[Ⴁრა – გაბრა, ბრაგვანი]

Ⴁრაგა – სპონდიო, ზღუაში ქვა უხილავად.

Ⴁრაზი – ცოფი, ძნელი სიცოფე.

Ⴁრაზიანი – ცოფიერი, ბორგუნეული, მრისხანე.

Ⴁრალება – (ვაბრალებ) შესმენა, ბრალის დადება. // (Ⴅიბრალები) შესმენის ქვემდებარება. // (Ⴅებრალები, მებრალება) სიბრალულის ქონება.

Ⴁრალეული – ბრალის მქონე, დამნაშავე, შემცოდე.

Ⴁრალი – დანაშაული, შეცოდება.

Ⴁრანგჳ – დათჳ

Ⴁრანძი ბ – ებკი, ცუდი ძონძი.

Ⴁრაწი – გრაკლის ხე.

Ⴁრბო – დუნდგო, ვითრა ბრბო ხალხი.

Ⴁრგე – კაცი ტანოვანი და წარმოსადეგი მშვენიერად.

Ⴁრგჳლი და ბრყჳლი – შავი ნიშანი.

Ⴁრგუ და ბრგვილი – ნახე Ⴄნა ბრგუნილი.

Ⴁრდღჳნვა – (ბრდღვინავს) ლომთ მუღრობა, ზახილი ანუ ტოტით მიწის გლეჯა მრისხანებისგან.

Ⴁრდვინვა – ნახე Ⴁრდღჳნვა.

Ⴁრდოვილი – ნახე Ⴃოვილი

Ⴁრე – მტვერი ბზე ნარევი.

Ⴁრეცა – (ვიბრიცები), ფრანჭვა, თავ-ტანის გრეხვა უხამსურად.

Ⴁრიალი – (ვაბრიალებ) თუალთ ზე და ქვე ბრუნება. // Ⴑაჭურველთ ტრიალება ჰაერში.

Ⴁრილიანტი —

Ⴁრინჯაო – ორი წონა სპილენძი და ერთი წონა თუთია ერთად გარეული გაყვითლდების, რომელსა ოქრომჭედელნი უწოდებენ ბრინჯაოდ, მაფრახად და ტომბაკად, ხოლო თითბერი არს ბუნებითად ყვითელი სპილენძი.

Ⴁრინჯი – ქრთილი გუარი თეთრი მარცუალი.

Ⴁრინჯის ხე – Ⴀკაკი ნახე.

Ⴁრიყვი – უწურთნელი, უზდელი, რეგვენი.

Ⴁრკენა, პრკენა, ბრყენა – ოლე.

Ⴁრკიალება, ბრკინუალება ბრწყინვალება, ელვარება, ბზინვარება.

Ⴁრკმა, ბრკოლა – (ვუბრკმობ, მებრკმის) ფეხის შეცთენა, ბორძიკი.

Ⴁრმა – უთუალო, უსინათლო, ვერ მხედველი. // Ⴂონება დახშული, დაბრმობილი გონებით.

Ⴁროლი – ბიროლი, დამანი, ბუნებით თეთრი ქუა გამჭვირვალე, ანუ ჭიქისგან შემზადებული, ლექსი ესე წარმოებს ბერძულისაგან βήρυλλος, ლათინურად Beryllus (ნახე Ⴁერილოსი, Ⴁივრილი), ხოლო ბროლსა საქუთრად ეწოდება დამანი.

Ⴁროწეული – .

Ⴁრპენი – პრპენი, ტყვია ანუ კალა.

Ⴁრყვილი – იხილე Ⴁრგჳლი.

Ⴁრუ – თავის ტრიალი და თუალთ არევა (ნახე Ⴇავბრუ), თავსბრუ დაესხა.

Ⴁრუნება – (ვაბრუინებ) ტრიალება, მიმოქცევა.

Ⴁრუნვა – (ვბრუნავ) ტრიალი

Ⴁრუნვა – ღრამმატიკულად ცუალება სახელთა და სხ.

Ⴁრუჟი – ძალა სასმელთა.

Ⴁრუტიანი და ბრუციანი – მარღი, თუალით შორს ვერ გამრჩევი.

Ⴁრძანება – (ვბრძანებ) თქმა ან თქმული უაღრესისა.

Ⴁრძანება – (ჰბრძანდების) ითქმის უაღრესთათჳს ნაცულად არს, ჰგიეს, იმყოფება და სხ. ამის გამო იშვიათად იხმარების 1 პირსა შინა, ამას სხვადასხვად განავითარებენ ზედდადებულნი მარცვალნი ვითარ: მობრძანება, დაბრძანება, წაბრძანება და სხ., ხოლო უმცროსთათჳს იხმარების ლექსი ხლება, ახლავს (ნახე Ⴋუნ).

Ⴁრძენი – ფრიად გონიერი, ანუ მეცნიერი.

Ⴁრძმედი – მეტალლთ სადნობი ქურა.

Ⴁრძოლა – დიდი შუღლი, ომიანობა. (ვიბრძვი, ვებრძვი, ვჰბრძავ) შებმა.

Ⴁრძვილი – წყლული, ანუ დაკოდილობა, ჭრილობა.

Ⴁრწკალი, პრწკალი – თხლად ანახლეჩი მეტალლისა, ხისა და მისთანათა.

Ⴁრწამლი, ბურწუმელი – ეკალი, ღიჭი.

Ⴁრწყინვა – (ჰბრწყინავს) ელუარება, ნათება (Ⴁრკიალი ნახე). [Ⴁრკიალებისაგან მოდის ეს სიტყვა, ხოლო ბრკიალება – იალ-ციალისაგან.]

Ⴁრწყინუალე – ელუარე, ბზინუარე, ანუ ნათლის ფერი.

Ⴁრჭალი – გაშლილი ხელის ნები მცირედ თითების მოკაკვით დასაჭერად რისამე, მაგალითად, რომელსა (ღმერთსა) გიპრყრიეს ქუეყანა ბრჭალითა, სძლის პირის ხმა. // Ⴆოგგან ფეხის ჩონჩხი. // Ⴒოტი კლანჭიანთა ცხოველთა.

Ⴁრჭობა, ბრჭუალი – (ნახე Ⴁჭობა) ბჭუალი.

Ⴁრჯა – დადგმული ზვინი ძნათა, ძნეული.

Ⴁრჯგუ – გვიან მოქმედი, ანუ გონებით მძიმე. // Ⴌიშანი ასოსა უ პროსოდიასა შინა.

Ⴁრჯენა – (ვიბრჯენ, ვებრჯინები) სლუაში არგანის ხმარება, ანუ დგომაში მას ზედა დანდობა.

Ⴁტყვნა – (ვბტყვნი).

Ⴁუ, ბუვი – თავდიდი მფრინველი ღამისა.

Ⴁუბკა – წყალში გაქნილი და მოდუღებული ფქვილისა ან სახამებლის ფაფა, ხმარებული წიგნის მკურელთაგან დასაკერებლად ქაღალდებისა და სხ.

Ⴁუბუნი – Ⴂუგუნი ნახე

Ⴁუგვა – Ⴃაბუგვა ნახე

Ⴁუგრი – მომსრველი. // Ⴉარაბადინში ეწოდების მსხმოთა მუწუკთა, ვითარ კუავილსა, წითელასა და სხ.

Ⴁუდე – მფრინველთ ბუნაგი, ანუ ნადირთ ჩიბე. // Ⴘალითა წიგნთა, ანუ თვალთა პატიოსანთა და მისთანათა შთასადებელი. // Ⴞილთა და კერკთ ჩენჩო, ანუ წენგო. // Ⴕუთუთო თუალთა. // Ⴕარქაში საჭურველთა.

Ⴁუდეშური – ყურძენი გრძელ მარცულიანი (ნახე Ⴗურძენთან).

Ⴁუერი – ბური (ნახე Ⴁორი).

Ⴁუზამკალი, ბუზანკალი, ბუზვი – ხვასტაგთ მკბენარი მწერი.

Ⴁუზი – ბოცომკალი, შავი მწერი.

Ⴁუზღუნი – (ვბუზღუნებ) დრტჳნვა, მურმური, ჩუმად სამდურავის ლაპარაკი, ბუდბუდი, ბუტბუტი.

Ⴁუკი – რქის ნაღარა, ნობათი, ტაბლაკი.

Ⴁუკობა – ბუკით თემთ შემოკრება, ბუკტაბლაკობა.

Ⴁუკიოტი, ბუკნაწო – პატარა ბუ

Ⴁუკტაბლაკობა – კურა, ცემა ბუკთა და ტაბლაკთა.

Ⴁულბული – ვარდის ჩიტი, ხმაშვენიერი, იადონი.

Ⴁულული – მაგოლი, თივის ხელეული.

Ⴁუმბერაზი – [მუბერაზი] გმირი. ძლიერი, თავისთავ მებრძოლი.

Ⴁუმბული – გერმა, ფრინველთ ნაკრტენი.

Ⴁუნაგი, ბუნაკი – ნადირთა, ანუ თევზთა სადგური ბუდე.

Ⴁუნება – ძალი მოქმედებითი თჳთოეულისა არსისა. // Ⴜესი ბუნებისა დაცვული ყოველთავე ქმნილთა შორის. // Ⴇჳსება, თჳთება, მოდგმა.

Ⴁუნებითი – განთჳსებული, განკუთნვილი ბუნებისად.

Ⴁუნი – ტარიშუბისა ანუ იარაღთა ხელთსაქმარისათა.

Ⴁუნიკი და ბურნუკი – სათიხარი, ხმლის ქარქაშის ბოლო.

Ⴁუნიობა – დღე-ღამის გასწორება მარტსა სეკდემბერსა შინა, მოიქცეს რა მზე იუნისს საზამთროდ და დეკემბერს საზაფხულოდ, მას ჰქვიან ნაბუნიობი.

Ⴁუჟი ან ბრუჟი – ნახე Ⴃაბუჟება, Ⴃაბუშება.

Ⴁუჟღენდი წითლის საღებავის ჭია.

Ⴁურანი – მსუბუქი ძილი და მოლანდება საფიქრებელისა რისმე.

Ⴁურაული – მწყაზარი ქორი, შავსა და წითელს საშუალი.

Ⴁურახი – ბოზა ფეტჳსა, ქერისა და მისთანათა.

Ⴁურბურა – ნედლი ქარქვეტი.

Ⴁურბუშელა – გოქშო.

Ⴁურდო – ფეტვის ნალეწი, ანუ ბზის მტვერი (ვიეთნიმე ხმარობენ დურდოს მაგიერადაც).

[Ⴁურენი – ნახე Ⴁუჯერი]

Ⴁურეჯი – ცომის ვარცლი.

Ⴁურვა – (ვბურავ) დახურვა.

Ⴁურვაკი – დიდი გოჭი.

Ⴁურვილი – დახურვილი, დაფარებული, ბურვილი ტევრი.

Ⴁურთი – ბირთვი მეშისა სათამაშო, საასპარეზო.

Ⴁურთაობა – (ვბურთაობ) თამაშობა ბურთითა.

Ⴁური – ბურუსი (ნახე Ⴁორი).

Ⴁურნა, ბურნაკი – ღვინის ქინქლა.

Ⴁურნუთი – (ბურნაოთი თურქთ ენით ცხვირის ბალახი) დაფქული თამბაქო მოსაწევად.

Ⴁურნუთი კოლოფი – ჭურჭელი ბურნუთისა.

Ⴁურნუკი – ნახე Ⴁუნიკი.

Ⴁურღული – მოხარშული და დაცეხვილი ხორბალი საკორკოტე.

Ⴁურცი – .

Ⴁურძგნა – (ვბურძგნი, გავბურძგნი) ცუდად გაწეწა თმათა.

Ⴁურჯი – გოდოლი, დიდი კოშკი. // Ⴆოდიაქოს ნიშანი, ეტლი, ვარსკულავთ ბურჯი (ნახე Ⴆოდიქო).

Ⴁურჯღული – დიდრონი ნაპერწკალი.

Ⴁუსნარი – კორდი მაღალბალახოსანი.

Ⴁუტბუტი, ბუდბუდი – ბუზღუნი.

Ⴁუტკი – გამონასკული ხილი შემდგომად დაყვავილებისა.

Ⴁუქი – ქარიანი თოვლი (ნახე Ⴇოვთან).

Ⴁუქნა (ვბუქნავ) მუხლზედ ჩაჯდომა ცეკვაში (ნახე Ⴇამაშობა).

Ⴁუღა – (ოთხფ.) კურო, დაუკოდავი მოზვერი მოსაშენებლად შენახული (ზროხასთან ნახე).

Ⴁუღაური – სვეტისთავი, სამერხული.

Ⴁუღრაობა, მუღურობა – ხართაგან რქებით ჭიდილი და მიწის გლეჯა.

Ⴁუში შ – ობილი არა სჯულიერითა მეუღლეობითა.

Ⴁუშტალეღვი – ადრეული.

Ⴁუშტი – ქანთილი, პარკი ცხოველთ შარდისა. // Ⴜყალთა ზედა წვიმისაგან ამომჯდარი ბუშტები, რომელიც მსწრაფლ გაჰქრებიან და მისთანანი.

Ⴁუჩქი, ბუჩქნარი – დაბალი ფიჩხი (ნახე Ⴒევრთან).

Ⴁუცუცი – თუალთ ქუთუთოების დაბღნეძა.

Ⴁურგი – პატარა ზღარბი.

Ⴁუწუწი – ცუდი თმა, ბურძგლი, გაბურძგნული (ნახე Ⴇმა).

Ⴁუჭონი – დახალული ქერი, ხალი ქერისა.

Ⴁუჭულა – პატარა წისქვილი. // Ⴈმერულად პატარა ფაცხა.

Ⴁუხარი – კედელთა შინა სახლისათა დატანებული საცეცხლური.

Ⴁუხუნი – (ბუხუნებს) ლომისა ან ღორის ბრდღვინვის ხმა, დრუხუნი.

Ⴁუჯერი – ბურენი, ჭურჭელთ შესაწყობი ხის თარო.

Ⴁღავილი – (ბღავის) ცხვართ ხმიანობა.

Ⴁღარტი – ბარტყი მართვე მფრინველთა.

Ⴁღვერა – (ვუბღვერ) სიძულილით ან რისხვით შეხედვა.

Ⴁღლარძუნი – (ებღლარძუნება, ბღლარძუნობენ) უგვანის ჭიდილით თამაშობა.

Ⴁღნეძა, ბღნეჯა – (იბღნიძება, იბღნიჯება) ღმეჭა, ღრეჯა, უმსგავსოდ შეჭმუხნა პირის სახისა.

Ⴁღოტვა – (ბღოტავს) ბორტვა, ბორდღვა, ოთხზედ სლვა (ნახე Ⴑიარულში).

Ⴁღუარი, ბღორი – ჩრდილოეთი. Ⴑხვაგან სამხრეთად სწერია, მაგრამ ჩრდილოეთი უფრო მართალია, რადგან ბღორი მიღებულ არს ბერძული ლექსისაგან ბორეასი და სამხრეთის სახელი არს სხვა (ე.ი. Ⴇემანი ნახე).

Ⴁღუვილი – (ბღუვის) ხართ ხმიანობა

Ⴁღუნძვა – (ვბღუნძავ, ვიბღუნძები) შეკუმშვა, მოკრება ზღარბთა, წურბელთა და მისთანათა.

Ⴁღურიალი – (ბღურიალებს) ღავილი, ტირილი ცუდის ხმით (ნახე Ⴒირილთან).

Ⴁღუჯი – მუჭი, პეშვი (ნახე Ⴋუჭი).

Ⴁძანება – ნახე ბრძანება

Ⴁძარვა – (ვჰბძარავ) გაგლეჯა, დახეთქა, განბძარვა, მცირედ გატეხა.

Ⴁჭე, ბჭენი – შესავალი სასახლეთა, ტაძართა, გალავანთა, ქალაქთა და მისთანათა.

Ⴁჭე, ბრჭე – შუაკაცი გამორჩეული მოჩივართაგან გასასინჯავად ცილობისა მათისა, მოსამართლე, მედიატორი.

Ⴁჭობა – (ვბჭობ) სამართლობა, გაბჭობა. // Ⴂანსჯა ვითარ კაცი ბჭობდა, ღმერთი ეცინოდა.

Ⴁჭოვანება – ბჭენი, შესავალნი.

Ⴁჭუალი, პჭუალი, ბრჭუალი – აგებულებისა შინა გათანგჳთ ტკივილი სხვადასხვას ადგილას.

Ⴁჯენა – (ვიბჯენ, ვიბრჯენ) ნახე Ⴁრჯენა.

Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Подняться наверх