Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 14
Ⴜიგნი Ⴒარიელისა საყვარელთანა
Оглавление«Ⴇვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
Ⴎასუხად ვსწერდი: «Ⴋთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
Ⴋე Ⴖმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
Ⴑიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».
«Ⴀსმათს ვუთხარ: «Ⴋე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
Ⴄსე ჰკადრე: «Ⴐათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
Ⴀჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
Ⴐაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები».
«Ⴀსმათ მითხრა: «Ⴋე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
Ⴅინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
Ⴙემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;
Ⴃა-ცა-მვედრა: ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს».
«Ⴋეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
Ⴋისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
Ⴋისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
Ⴅისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა
«Ⴀსმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
Ⴋან მითხრა: «Ⴀრა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».
Ⴄრთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
«Ⴄსე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».
Ⴕალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
Ⴊხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
Ⴘევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
Ⴋხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს»