Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 15
Ⴜიგნი Ⴒარიელისა ხატაელთანა
Оглавление«Ⴂავგზავნე კაცი Ⴞატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
Ⴋივსწერე: «Ⴋეფე Ⴈნდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:
Ⴋათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
Ⴅინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
«Ⴙვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;
Ⴄსე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
Ⴇქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
Ⴑჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით».
«Ⴉაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
Ⴃარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
Ⴋაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
Ⴀწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
«Ⴎირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
Ⴙემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
Ⴋაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
Ⴆოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი».