Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 7
Ⴜიგნი Ⴀვთანდილისა
თავის ყმათა თანა
ОглавлениеႣაწერა, თუ: «Ⴙემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
Ⴄრთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,
Ⴇქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
Ⴜიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!
«Ⴋიწაცა თქვენი Ⴀვთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა:
Ⴇვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა,
Ⴚოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,
Ⴎურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
«Ⴑაქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი,
Ⴃავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,
Ⴂემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
Ⴋე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.
Ⴋე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,
Ⴑიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
Ⴗოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
Ⴘემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს
Ⴇქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი.
Ⴀმას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა Ⴀვთანდილი,
Ⴁუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
Ⴋე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი».
Ⴄსე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
Ⴜელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა,
Ⴁრძანა: «Ⴋინდორს შევჯდებიო», ლაშქარიცა დაერაზმა;
Ⴋასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.
Ⴁრძანა: «Ⴜადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა».
Ⴋონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,
Ⴋარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,
Ⴋიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი Ⴇინათინ ა.
Ⴈგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა.
Ⴅინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?
Ⴅის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა,
Ⴋისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.
Ⴐა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,
Ⴈგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს,
Ⴋათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,
Ⴗოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.
«Ⴖმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!»
Ⴃარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს;
Ⴅეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,
Ⴋისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს
Ⴘერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,
Ⴓჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები.
Ⴐა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები,
Ⴇავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.
Ⴗოვლთა ჰკადრეს: «Ⴇუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
Ⴓშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
Ⴂანაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!»
Ⴈგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა