Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 16

Ⴌესტანისაგან Ⴒარიელის ხმობა

Оглавление

«Ⴃღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,

Ⴅჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;

Ⴜიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;

Ⴉარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული».


«Ⴋონააო Ⴀსმათისი», საწოლს ვუთხარ შემოყვანა.

Ⴋოეწერა: «Ⴂიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა.

Ⴊხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,

Ⴜავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!


«Ⴁაღჩა შევვლე, არა დამხდა კაცი ჩემი მოუბნარი;

Ⴕალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,

Ⴋითხრა: «Ⴅაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,

Ⴋოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი».

Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Подняться наверх