Читать книгу Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - იაკობ ცურტაველი - Страница 4

Ⴐოსტევან მეფისაგან და Ⴀვთანდილისაგან ნადირობა

Оглавление

Ⴃილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

Ⴛოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,

Ⴎირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,

Ⴋეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.


Ⴘეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;

Ⴋგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;

Ⴆეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,

Ⴌაძლევისა მათისათვის ისროდეს ერთგან სრვიდეს.


Ⴓბრძანა: «Ⴋონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,

Ⴋშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,

Ⴌაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!»

Ⴃაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.


Ⴋოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი:

Ⴈრემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი.

Ⴋას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!

Ⴀჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!


Ⴚხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.

Ⴋიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,

Ⴐა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.

Ⴋხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.


Ⴈგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,

Ⴃახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა Ⴖმერთი შეარისხეს,

Ⴅელნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.

Ⴀვთანდილის შემხედველთა: «Ⴠგავსო ალვას, Ⴄდემის ხეს».


Ⴈგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,

Ⴋინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.

Ⴌადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.

Ⴈგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.


Ⴄრთმანერთსა, თუ: «Ⴋე გჯობო», სიცილით ეუბნებოდეს,

Ⴀმხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.

Ⴋერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,

Ⴓბრძანა: «Ⴇქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს».


Ⴋონათა ჰკადრეს: «Ⴋართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;

Ⴋეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,

Ⴀწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, – ვერად ვერ მოგეხმარებით, —

Ⴅისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.


«Ⴍრთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,

Ⴋაგრა Ⴀვთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:

Ⴀრ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,

Ⴇქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია».


Ⴋეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,

Ⴓხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,

Ⴀქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,

Ⴑიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.


Ⴈგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.

Ⴊაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.

Ⴀხლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.

Ⴇამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Подняться наверх